14:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 15:02:17, 1533 ნახვა

კომენტარი
UN - მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას, პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა

 “მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას,  პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა”, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

„აღდგომა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი  დღესასწაულია, რომელსაც  მრავალი ოჯახი ერთად აღნიშნავს. დღეს საზოგადოების სააღდგომო განწყობა ასევე გულისხმობს  პასუხისმგებლობის აღებას კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვათა დასაცავად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება და იცავს მთავრობის რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით შემუშავებულ პროფილაქტიკურ ზომებს ეფუძნება.  შედეგად, კოვიდ-19-ით დაავადებულთა  რაოდენობა  კონტროლს ექვემდებარება და  ბევრის სიცოცხლეც გადარჩა. ეს ტემდენცია უნდა გაგრძელდეს.

მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას,  პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ნუ შეიკრიბებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ჯანმრთელად იყოთ ამ უჩვეულო ვითარებაში.

უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შორს თუ ახლოს მყოფ ახლობლებთან დასაკავშირებლად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ფიზიკური დისტანცია არ არის სოციალური იზოლაცია. მოდით, ასეთი დისტანციური კავშირებით აღვნიშნოთ ყველამ ერთად ეს დღესასწაული.

ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს:  ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემისა და  ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

რეკომენდაციების შესრულებით ასევე დავიცავთ ჯანდაცვის მუშაკებსა და ამ სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც  24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ კორონავირუსის დასამარცხებლად პანდემიის დაწყების  პირველივე დღიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ  სახლში, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და  დაავადებულთა მკურნალობა შეძლონ.

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის ყველა მცხოვრებს, სახლში დარჩენით განაგრძონ თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერ აღდგომას უსურვებს საქართველოს ყველა მცხოვრებს, რომლებიც  აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ“, - განაცხადეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics