|
2020-04-16 16:01:25, 1209 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - კარანტინისას, საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს რათა ვირუსის გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ
კარანტინისას საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა მთელ ქვეყანაში გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველაფერი გააკეთეს, რათა ხელი შეეშალათ კოვიდ 19-ის გავრცელებისათვის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება, თითქოს საქართველო მხოლოდ ერთი თუნდაც ყველაზე მსხვილი რელიგიური კონფესიის -მართლმადიდებელთა - სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად არასწორი და არაზუსტი წარმოდგენა აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფოზე. „საქართველოს ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი - უკვე რამდენიმე კვირაა რაც სრულ კარანტინშია. ამ მუნიციპალიტეტში ისევე როგორც მთლიანად საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და რელიგიური მრწამსის მოქალაქეები ცხოვრობენ თუმცა მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე მუსლიმია. ადგილობრივმა მუსლიმმა სასულიერო პირებმა პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, საკუთარი ინიციატივით შეწყვიტეს სამლოცველოებსა თუ ადგილობრივ მეჩეთებში შეკრება. კარანტინის მიმდინარეობისას საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა არამარტო ამ ორ მუნიციპალიტეტში არამედ მთელ ქვეყანაში გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველაფერი გააკეთეს რათა ხელი შეეშალათ კოვიდ 19-ის გავრცელებისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება, თითქოს საქართველო მხოლოდ ერთი თუნდაც ყველაზე მსხვილი რელიგიური კონფესიის -მართლმადიდებელთა - სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად არასწორი და არაზუსტი წარმოდგენა აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფოზე. საქართველო სამოქალაქო სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაც თანაბარუფლებიან მოქალაქეებად განიხილავს ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა. მინდა განსაკუთრებული გამძლეობა, სიმტკიცე და ჯანმრთელობა ვუსურვო საქართველოს იმ მოქალაქეებს ,განურჩევლად მათი რელიგიური მრწამსისა, რომლებსაც განსაკუთრებული კარანტინის პირობებში უწევთ ცხოვრება”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)