16:01 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:28:50, 926 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენი პატარა ქვეყანა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვეშვათ და ასე ვთქვათ ჩვეული რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება“-ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა.

„მთავრობამ ზომები ეტაპობრივად გაამკაცრა. ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, მთავრობას დასჭირდეს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც კი, თუ დაინახა რეალური რისკები და საფრთხე ამ ეპიდემიის გავრცელების უფრო ფართო მასშტაბებში. ვფიქრობ , რომ ჩვენ ახლა უნდა დავირაზმოთ ყველანი ერთად მთავრობა, მთელი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ მობილიზებული ძალებით უნდა გავფრთხილდეთ და დავრჩეთ სახლში, როგორც არის მოწოდება და კამპანია. ჩვენ ვნახეთ სწორედ გაუფრთხილებელმა, ზერელე მიდგომამ და გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის რაც მოხდა იტალიაში, შემდეგ მთელს ევროპაში. აქედან გამომდინარე მე ვარ მომხრე, როგორც რიგითი მოქალაქე და თავდაცვის მინისტრი, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს პირობები და ყველა ის ზომები , რომელიც მთავრობამ უკვე მიიღო”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და რეკომენდაციების სრული გაზიარებისკენ.„სიტუაცია არის ძალიან რთული და რთული არის ზოგადად პროგნოზირება, ამას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ეპიდემიოლოგები ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესებში არის, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უნდა გავიჭირვოთ, მაქსიმალური ძალები მოვიკრიბოთ და მივყვეთ იმ კანონს და რეკომენდაციას, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ჩვენ რა თქმა უნდა ვეყრდნობით ამავდროულად ისეთი კომპეტენტური ექიმების მოსაზრებას, თუ რეკომენდაციებს, როგორებიც არიან ბატონი გამყრელიძე, ბატონი ცერცვაძე, თუმცა რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მხოლოდ რეკომენდაციები, რჩევები დარჩება ისე როგორც არის, თუ ამას ფეხი არ აუწყო მოსახლეობამ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics