10:01 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 19:34:48, 1709 ნახვა

კომენტარი
გახარია - სურსათის მარაგზე, განსაკუთრებით, 9 საბაზისო პროდუქტზე, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, და არც იარსებებს

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ევრაზიულმა კავშირმა" ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგების, განსაკუთრებით, იმ 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამ პროდუქტების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა.

„სასურსათო პროდუქტების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics