15:45 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 17:25:40, 2886 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ხვალ 21 საათიდან შესვლა და გამოსვლა იკრძალება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, განვითარებული  მოვლენების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო აგდაწყვეტილება 15 აპრილიდან, საქართველოს 4 დიდი ქალაქში ყველანაირი მოძრაობა აიკრძალოს, ეს გულისხმობს ქალაქში შესვლას.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს შეუძლებელია ვირუსის გავრცელების პიკის დადგენა, რის გამოც მსგავს ზომებს მიმართავს ხელისუფლება.

„ამასთან ერთად იმ ფაქტის კონსტანტირებაც უნდა მოვახდინოთ, რომ დღეს, მიუხედავად იმისა  რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ჩვენს მეცინერებს, ექიმებს, მაგრამ ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება გავრცელების, კრიზისის პიკი როდის იქნება.

ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს გლობალური გამოწვევაა, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება როდის მოხდება გავრცელების პიკი, ამიტომ რათქმაუნდა ამ გაურკვევლობის ზონაში მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფო მეტი ფასი და მნიშვნელობა.

აქედან გამომდინარე დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ 15 აპრილიდან 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, თბილისში,რუსთავში ყველა სახის მოძრაობა ქალაქშიშესვლა იქნას აკრძალული“, - განაცხადა გახარიამ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics