2020-04-09 13:43:25, 2573 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე - ყველაფერი შესაძლებელია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.
„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,