14:37 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 20:51:03, 2438 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა ტ/კ „PosTV“-ის ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურები საზოგადოებას გააცნო.

მისი თქმით, ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთავანე მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება.

„პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა,  დღის წესრიგშია. ჩვენ ამ შეთანხმების რეალიზების გეგმებზეც ვიმსჯელეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ამ ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთავანე მოხდება  მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში კონსტიტუციისა და საკანონმდებლო რეგულეციების სრული დაცვით. ეს იქნება დისტანციური, ელექტრონული ფორმით წარმოებული განხილვა.

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს შევიტანთ, დაგეგმილია ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების გატარება საარჩევნო კანონმდებლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ კონსენსუსს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics