14:37 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 17:10:05, 2396 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავამ საკარანტინო პროგრამაში მონაწილე პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კარანტინში ყოფნის პროცესი, პირველ რიგში, კომფორტული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ იქ ყოფნა და რა თქმა უნდა, ეფექტური - სამედიცინო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკარანტინო მომსახურების პროგრამის მასშტაბებსა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. „მინდა ყველამ დაინახოს საკარანტინო ღონისძიებების მასშტაბურობა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი ინფორმაციით, 8 აპრილს, დილის 10:00 სთ - ის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში იმყოფება 4682 ადამიანი, რომლებიც განთავსებული არიან 86 სასტუმროში.

„ჩვენ კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული გვაქვს 6568 სასტუმრო ოთახი სარეზერვოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რეზერვი ყოველთვის გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ჩართულია კარანტინში მყოფთა მომსახურების პროცესში. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობს სასტუმროთა დაახლოებით 2600 -მდე თანამშრომელი, აგრეთვე ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მეთვალყურეობას და პოლიციელებს, რომლებიც საკარანტინო ზონებს იცავენ. ასევე მინდა გამოვყო მძღოლები, რომელთაც კარანტინში მყოფნი გადაჰყავთ სასაზღვრო პუნქტებიდან საკარანტინო ზონებამდე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო პროცესს მართავენ.

„ეს რთული და კომპლექსური პროცესია. ისინი  აკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს ძალიან ეფექტურად, კომფორტულად,  ძალიან კარგად ორგანიზებულად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics