2020-04-03 15:36:24, 4220 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
ამის შესახე ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრეცელდება.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,