ავღანეთში, პარვანის პროვინციაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ქალეი ნასროდან ბაგრამის ბაზის მიმართულებით, არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვისა და ამბოხებულებისთვის თავისუფალი გადაადგილების აღკვეთის მიზნით, 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა რეკოგნოსცირება (დაზვერვა) განახორციელეს.