ბელგიაში პარიზის ტერაქტების ორგანიზატორების თანამზრახველი მუჰამედ აბრინი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იტყობინება.
რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას კონტრაქტის თანახმად გააგრძელებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, - ამის შესახებ სააგენტო TASS რუსეთის ვიცე-პრემიერზე დიმიტრი როგოზინზე დაყრდნობით იტყობინება.
კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ერთმანეთს მოძრაობა ავტომაიდნის აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
სპეცოპერაციის შედეგად, რუსეთში კერძოდ კი ქალაქ პალასოვკაში, ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს.
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში 175 კაცი სიკვდილით დასაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადიცია რამდენიმე კვირაში მოხდება, - ამის შესახებ France24 დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება.
დანიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, - ამის შესახებ France24 იტყობინება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More