ბესელია: პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ანგარიში ვერ წარმოადგინა, ამაზე ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა
"სამწუხაროდ, ერთადერთი, ვინც ვერ შეძლო, ინფორმაცია წარმოედგინა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძეა",- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უწყებების ანგარიშები მოისმინეს.