სოსო ცინცაძე: ყოველ ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ კონსტიტუცია მოირგოს, ეს „ოცნების“ ნოუ-ჰაუ არ არის
„ჩემთვის გაურკვეველია რა უნდა გადაწყვიტოს ჯგუფმა, რამდენადაც ვიცი საკონსტიტუციო კომისია არსებობს 3 წელია და ერთხელაც არ შეკრებილა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნას გულისხმობს.