წულუკიანი: საქართველო ელექტრონული არჩევნებისთვის მზად არის, თუმცა ამას კანონმდებელთა მხარდაჭერა სჭირდება
ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც სრულიად მზად ვართ, რომ საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ამისთვის კანონმდებელთა მხარდაჭერაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.