„ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
ფრაქცია „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველო 2017 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" სპექტაკლები დადგა, თითქოს მხოლოდ ისინი შრომობდნენ და აკეთებდნენ საქმეს, რათა გიორგი ცერცვაძე უცხო ქვეყანაში დაცული ყოფილიყო.
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, სერგო რატიანის განცხადებით, „გაზპრომის“ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები ბუნდოვანია.
ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის განცხადებით, რუსეთის ამოცანაა, მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც საქართველოს უსაფრთხოებაზე ჰქონდა და აქვს ინფორმაცია.
უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მიხეილ უკლებას განცხადაბით, ხვალ ის სახალხო დამცველს შეხვდება.
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
„სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დატობა“,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგო რატიანი ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის პატიმრობაში წინასწარ დატოვებას.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ბრალდებულების 2 თვეში გათავისუფლება დადებითად შეაფასა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ადეკვატური იყო.
ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ე.წ. კაბელების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა.
ადვოკატი ქსენია პროკონოვა კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების გამო იმედგაცრუებულია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გულგრილობის შედეგად, საქართველოს და უკრაინის ომის გმირი დღეს განსაცდელის წინაშე იმყოფება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება "სამარცხვინოა".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში უნდა დაიწყოს გამოძიება, იმის თაობაზე თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი მოსამსახურეების შესახებ ინფორომაცია "მტრის ხელში".
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More