ჯანელიძე: ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა არაფორმალური არხებით განხორციელდეს, ბათილი და არალეგიტიმურია
"ნებისმიერი შეთანხმება, მემორანდუმი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად არის ბათილი, თუ ის არ არის შესაბამისი ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, სოხუმმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან სამომავლო გეგმების შესახებ პროტოკოლს მოაწერა ხელი.