კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ბევრი ახალგაზრდა ამყვება
„მივესალმები ასეთ წამოწყებას, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და პირადად გავუწევ პოპულარიზაციას მას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა ამყვება და ამგვარი თამაშები და შეჯიბრებები მომავალშიც ბევრი იქნება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქუჩის კალათბურთის ტურნირის ფინალურ თამაშზე გააკეთა.