სახალხო დამცველის აპარატი იური ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს ახალ დეტალს გაამჟღავნებს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ შედეგი მალე უნდა დადოს. უჩა ნანუაშვილი საქმის გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში, საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს.