თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახლების გეგმის მომზადება უახლოეს დღეებში დასრულდება.
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტი ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი თხევადი ქლორის ორი კონტეინერის ტრანსპორტირება დღეს დილის 05:00 საათზე განხორციელდა.
ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით უნდა განვვითარდეთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საბოლოო ვარიანტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ დღეს ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების პაკეტები განიხილა, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა ადგილზე გადამოწმებული და შედგენილი.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები აჭარაში მოღვაწე დამსაქმებლებს შეხვდნენ და სააგენტოს სიახლეები გააცნეს.
აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ხანძრის შედეგად განადგურებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 70 000 ლარს გამოყოფს.
ხევსურეთში, 2 სოფლის, არდოტისა და ახალი ხახაბოს დამაკავშირებელ ბილიკზე მეწყერი ჩამოწვა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More