ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი, დინამიური და ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში; ერთობლივ ძალისხმევას ბევრის გაკეთება შეუძლია, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.