Gem Fest 2016-ის ჰედლაინერების ვინაობა ცნობილია - პოლ კალკბრენერი და ფედე ლე გრანდი ანაკლიაში !
Gem fest-ის ჰედლაინერების ვინაობა ცნობილია. აგვისტოში საქართველოს მსოფლიო დონის არტისტები ეწვევიან. Paul Kalkbrenner, Fedde Le Grand, Paul Van Dyk, Stephan Bodzin, Gus Gus, Dub FX ,Boris Brejcha და სხვა 100-მდე ელექტრონული მუსიკის ლეგენდას 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია-განმუხურში Gem fest 2016 უმასპინძლებს.