შინაგან საქმეთა სამინისტრო „სისხლის უსაფრთხოებისა და რეგულარული მხარდაჭერისთვის“ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია, კამპანიის - „სისხლი ყველას გვაერთიანებს“ ფარგლებში, სისხლის დონორთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა