ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“ მდებარეობს თბილისის ძველ და კოლორიტულ უბანში - ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად. ეს არის მაღალი კლასის დაწესებულება, რომელიც ელეგანტური ინტერიერით, საუცხოო კერძებითა და მაღალი კლასის მომსახურებით იწონებს თავს. აქაურობას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს ტერასა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ თბილისის შესანიშნავი ხედებით და საუკეთესო დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.