საფრანგეთის პრემიერი - კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ერთ თვეში 62 000 სიცოცხლე გადაარჩინა
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავი დაიცვან. ედუარდ ფილიპის განცხადებით, მთავრობა დაამტკიცებს ტესტირების ახალ დოქტრინას, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანის შემოწმებას, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.
საფრანგეთის მთავრობას სურს, რომ 11 მაისის შემდეგ ყოველკვირეულად სულ მცირე 700 000 ტესტირება ჩაატაროს.