13:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„თიბისი ბანკი“: თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართა

„თაღლითობისთვის ნასამართლევი ანზორ ქოქოლაძე წინასაარჩევნოდ კვლავ გააქტიურდა და ცილისმწამებლური განცხადებების მორიგი ტალღა ააგორა თიბისი ბანკის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული.

გამზარდია: იმედი მაქვს, სასამართლოს გაუჩნდება ვარაუდი, თეთრუაშვილის თემის ზემოთაც წაიყვანოს პროცესი

ე.წ. ციანიდის საქმეზე ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დაიკითხა.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ეკა ბესელია დაიკითხა

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიკითხა, რომელიც ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ინტერესების დამცველი იყო.

შს სამინისტრო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ქართულ მოდელს ევროპელ ექსპერტებს აცნობს

მიმდინარე წლის 11–13 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას - „ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა - გზა უფრო გონიერი პოლიციისკენ“ მასპინძლობს.

გამზარდია: ჩემი პოზიციები უცვლელია - შესაძლოა, საქმე გვქონოდა პატრიარქის ლიკვიდაციის თემასთან

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელიც დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, აცხადებს, რომ საქმესთან შეხება არ აქვს.

მამა გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მამა გიორგი მამალაძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის 6 მაღალჩინოსნისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არჩილ გამზარდია

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხვით განახლდა.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს  კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

არასამთავრობოები: მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია

არასამთავრობო ორგანიზაციები დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

თუბა ჩაბუქი: აგვისტოს ომის დროს, ჩემი მეუღლე შვებულებიდან დაბრუნდა - „ქართველ მეგობრებს გვერდში უნდა დავუდგეო“

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მეუღლე თუბა ჩაბუქი იმედოვნებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება არ მოხდება და იუსტიციის მინისტრი, ლტოლვილის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, უფასო ტრენინგებს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 11 ივლისს სწავლების მონაწილეებს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს.

შს მინისტრის მოადგილე საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა, თბილისში, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს ორგანიზებით ჩატარებულ სემინარში - „ორმხრივი თანამშრომობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ მონაწილეობა მიიღეს.

ჩაბუქის ადვოკატი: საქართველოს მთავრობა თურქეთის ხელისუფლებას უწევს ანგარიშს და არ ყოფნის ძალა, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თურქეთის ხელისუფლებას უწევს ანგარიშს და „არ ყოფნის ძალა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  გამოვლინდა  საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ო.ო. და 1985 წელს დაბადებული ჯ.ბ., გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სოფელ კოდასთან ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics