გენადი არველაძე: საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა
„2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 18%-ით მეტია, 27%-ით არის გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი წინა წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.