ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს
„სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.