ზურაბ გვასალია: ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან არ გამოდის, უბრალოდ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალი იქნება
„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან გამოიყოფა, უბრალოდ მოხდება ამ ფუნქციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა“,-ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების პირველი მოსმენით მიღების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.