კახეთში ფერმერებს ვენახის მოვლისა და მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის 22 სოფელში ფერმერებს ვენახის მოვლის, მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე მიაწოდეს ინფორმაცია.