მეხიკოში ევთანაზია და მარიხუანის მოხმარება დააკანონეს. ერთი და იმავე სქესის ოჯახური წყვილები კი ისეთივე უფლებებით ისარგებლებენ, რა უფლებებითაც ტრადიციული ოჯახები სარგებლობენ, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
ეს იყო სირიის ყველაზე დიდი ქალაქი, მაგრამ 4წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, ალეპოში ნანგრევების მეტი არაფერი დარჩა. აქ დარჩენილი მოსახლეობა არა მარტო სახლის გარეშე, არამედ არსებობის უფლების გარეშეა დარჩენილი. ისინი საცხოვრებელს ღია ცის ქვეშ ინაწილებენ და მუდმივ შიშში ცხოვრობენ.
ბლოგერმა ლანა სატორმა ახალი წლის აღნიშვნა აფხაზეთში გადაწყვიტა. მოგზაურობის პერიოდში მან ვრცელი ფოტორეპორტაჟი გააკეთა, თუ როგორ ცხოვრობენ ტერიტორიაზე, რომლის დამოუკიდებლობასაც მხოლოდ რუსეთი და მესამე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა აღიარებს.
2016 წელს ჩინეთში 17,86 მილიონი ბავშვი დაიბადა, - ამის შესახებ BBC ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელზე, იან ვენიჩჟუანზე დაყრდნობით იუწყება.
"მადრიდის რეალის" თავდამსხმელი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ, FIFA-მ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
WhatsApp-ის აპლიკაცია iPhone 3GS-ზე, Windows Phone 7-სა და სხვა სმარტფონებზე, რომლებიც Android-ის ძველ (2.1 და 2.2) ვერსიებზე მუშაობენ, აღარ იმუშავებს, - ამის შესახებ Daily Express იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More