გოცირიძე: როდესაც აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და არ იციან რა შენიშვნებია, აქ უკვე საუბარი არაა ჯანსაღ პროცესებზე
როდესაც აცხადებენ, რომ ჩვენ დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს, არ გავითვალისწინებთ მის შენიშვნას და ამ დროს არ იციან რა შენიშვნებია, აქ უკვე არაა საუბარი ჯანსაღ პროცესებზე, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებისა და მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.