"კომუნისტური პარტიის რიგები 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დავტოვე", - მეჭიაური უსუფაშვილს პასუხობს
არ ვიცი ვინ იგულისხმა დავით უსუფაშვილმა. თუ მე მიგულისხმა იცოდეს, რომ კომუნისტური პარტია 9 აპრილის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დავტოვე, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.