გვარამია: რა ინტერესი აქვს კვირიკაშვილს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და პარამეტრების სიზუსტით მოვახსენებ
"მაინტერესებს, გიორგი კვირიკაშვილს რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო",-ასე უპასუხა "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მის საპასუხოდ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც კვირიკაშვილი ამბობს,რომ გვარამია კაცი რომ იყოს, ბრალდებებზე პასუხს გასცემდა.