20:09 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი გახარია თურქეთში მიმდინარე ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა

 „თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა,  თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად‘’, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სტამბოლში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

 

„ევროპული საქართველო“ „გაზპრომთან“ დაკავშირებით პარლამენტში ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ პარლამენტში ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს

 

მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც დღეს დაიწყება.

 

ლორთქიფანიძე: ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ განცდა, რომ თუ პირი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება

ადამიანებს არ უნდა ჩავუნერგოთ იმის განცდა, რომ თუ ადამიანი პარლამენტის წევრი იყო, მერე ის არავის არაფერში სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ყოფილი დეპუტატების დასაქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმას ხელს უწყობენ

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას ხელს უწყობენ.

 

გიგი უგულავა ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს
ილია მეორე ბერლინის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა.

 

კარასინი: რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა პირველი ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას. 

ბესელია: პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიერება სწორი გადაწყვეტილება იყო

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე  დაწყებული პოლიტიკური ველის შემზადება ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

 

ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან გამართა.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. 

ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ნატო- საქართველოს სხდომის დაწყებამდე შეხვდა. 

თალაკვაძე: ზოგიერთებმა ეს ამბავი ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად გამოიყენეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ პირი, რომლის მკვლელობის მცდელობაც იგეგმებოდა, პატრიარქი იყო.

 

სერგი კაპანაძე: ხელისუფლება უშიშროების საბჭოს ფუნქციების შემცირებას აპირებს

„ევროპული საქართველოს“  წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო საერთოდ აღარ არსებობდეს.  ამასთან, როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობები, პრეზიდენტის ფუნქციების ყველა მიმართულებით მინიმუმამდე დაყვანის.

 

„როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით მიდის იქ, სადაც პატრიარქია და მას ვაკავებთ, უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი“

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" მყოფი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics