15:26 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი: ჩვენი დელეგაცია აშშ-დან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელშესახები შედეგებით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში სამუშაო ვიზიტი, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობდნენ.

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ანტიკორუფციულმა საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე  ხელმძღვანელობს, ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კვაჭანტირაძე: წელიწადნახევრის წინ, აგრამუნტით შეშფოთებული ვიყავი, თუმცა მაშინ უსამართლო კრიტიკა დავიმსახურე

„წელიწადნახევრის წინ ვიყავი შეშფოთებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტის არჩევით, თუმცა მაშინ ბევრი კრიტიკა დავიმსახურე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძე სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე: პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია

„პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები სტაბილურ დემოკრატიულ გარემოს უზრუნველყოფს

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა, ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

ბერლინში საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გაიხსნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, სადაც 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად  ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს.

მამუკა მდინარაძე: ოპონენტები ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ გაცილებით უკეთესი კონსტიტუცია გვექნება
კონსტიტუციური ცვლილებების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში იგეგმება
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ცვლილების შეტანას ითხოვენ კანონში, რომელიც აღარ არსებობს

პარლამენტს რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.

„ქართული ოცნება - მწვანეები“ კუთვნილ კვოტას „ქართულ ოცნებას“ უთმობს

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“, „ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს საპარლამენტო საბჭოში“-ში კუთვნილ კვოტას  ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უთმობს.

ლევან იზორია თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერს უმასპინძლა.

ესტონეთში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება
ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, უქმე დღეებში მუშაობის და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე  მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში  ჯანმრთელობისთვის  რისკის შემცველ  სამუშაო პირობებში  საქმიანობის წესი დაამტკიცა.

დოლიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასეთი ფართომასშტაბიანი პროცესის გამართვა არასდროს იყო შესაძლებელი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, აქამდე საქართველოში არ ყოფილა შესაძლებლობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასეთი ინკლუზიური და ფართომასშტაბიანი პროცესი გამართულიყო.

ვიქტორ დოლიძე: თავდაცვის დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურადაა შეფასებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ  „კრემლი აქცენტს აკეთებს რბილი ძალის გაძლიერებაზე, რათა მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტრაცია,  ასევე, ოკუპირებულ ტერირორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე“.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics