„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რათა მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და ნაკლები სოციალურად დაუცველი.“განაცხადა კახი კალაძემ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას.