|
2020-03-27 10:56:30, 1362 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი ახლად შექმნილ საკარანტინო ზონაში ვენა-თბილისის რეისით ჩამოსული მოქალაქეების მიღებას დაესწრო
ავსტრიიდან საქართველოში გეგმიური სპეცრეისით საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმებას გაივლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" მოეწყო. საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსებას ადგილზე დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით 64 სასტუმროში საკარანტინო ზონების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 4250-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა საზღვრებიდან შემოსული მოქალაქეების ტრანსპორტირებას, კვებას და საკარანტინო ზონებში განთავსებას ახდენს. „26 მარტს საქართველოში ვენიდან გეგმიური ჩარტერული რეისით, საქართველოს 181 მოქალაქე ჩამოვიდა. ჩვენ ვუზრუნველყავით ამ ადამიანების ტრანსპორტირება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში," რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა. ტრანსპორტირება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების დაცვით მოხდა. მგზავრები ავტობუსებში ჭადრაკული წყობით ისხდნენ. ჩვენ დავაბინავეთ ეს ადამიანები სასტუმროში. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით აგრძელებს საკარანტინო ზონების მოძიებას, ორგანიზებას და მართვას. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 64 პარტნიორი სასტუმრო და 4250-ზე მეტი ადამიანი კარანტინში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით ევროპის მიმართულებებიდან კიდევ რამდენიმე რეისია ჩანიშნული. 28 მარტი ვარშავა-თბილისი, 31 მარტი ამსტერდამი-თბილისი გაუქმებული რეისის მგზავრებისთვის, 3 აპრილი ვარშავა-თბილისი, 4 აპრილი ლონდონი-თბილისი, 7 აპრილი ათენი-თბილისი, 10 აპრილი ლარნაკა-თბილისი.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)