17:26 - 14 Apr, 2026
|
2015-08-08 15:33:36, 625 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აგვისტოს ომში დაღუპული ექიმების მემორიალი გვირგვინით შეამკო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა. ჰოსპიტალი აგვისტოს ომში გარდაცვლილი ექიმის, გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ გვირგვინებით შეამკეს ექიმ გიორგი აბრამიშვილისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული სხვა ექიმების მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედეა ბეთაშვილი, ჰოსპიტალის ხელმძღვანელი რამაზ კუჭუხიძე და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. მინისტრის მოადგილემ სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერა და ექიმების მუშაობას გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)