|
2020-03-26 17:15:53, 1933 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე
„უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საინფორმაციო მასალა ვრცელდება ეთნიკური უმცირესობებით სახალებულ მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში. „უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე კახეთში. დღეს სწორედ კახეთში 75 ათასზე მეტ ასეთ მასალას გადავცემთ იმ სოფლებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე სამცხე-ჯავახეთს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს პირველ რიგში მათთვის გასაგებ ენაზე რასთან გვაქვს საქმე, რა რეკომენდაციები არსებობს დღეს, რასაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რას გულისმობს ქვემო ქართლის, კერძოდ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი. რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა პირველ რიგში მათი, მათი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას. ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ეფექტურად გაუმკლავდეს. ჩვენ განვაგრძობთ საინფორმაციო უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში გვერდით გვიდგანან ჩვენი პარტნიორები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, კერძოდ, გაეროს ასოციაციას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ასევე სხვა პარტნიორებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში რეკომენდაციების ფეხდაფეხ, აუცილებლად მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, რასაც გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე რა თქმა უნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)