|
2020-03-26 10:02:05, 2284 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა. ასევე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა. ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახურთან“ ერთად. ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას. სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ პროექტის პირობები და პროცედურები გააცნეს. იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი პროექტი დროული და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერაა, რაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას 30-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ვებგვერდზე: www.arda.gov.ge. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე 15 01.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)