2020-03-24 14:40:31, 1333 ნახვა
რეგიონი
რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს მედიკამენტები გადაეცემა
აჭარის მთავრობის ჩართულობითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომედაციით, შემუშავდა ყველაზე ხშირადმოხმარებადი მედიკამენტების ნუსხა.
შეძენილ იქნა ხშირად მოხმარებადი მედიკამენტები, რომელიც მოხმარდება მოწყვლად ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებს.
მედიკამენტები დღეს შუახევის ამბულატორიებს გადაეცა. ოჯახის ექიმის მიერ მოხდება საჭიროებისამებრ გაცემა.
მედიკამენტების გაცემისას პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),