15:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 18:30:38, 570 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გვარამია: მოსამართლე ურთმელიძემ მედიის თავისუფლებაზე წინ საკუთრების უფლება დააყენა

„რუსთავი 2“–ის დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის დაყადაღებასთან დაკავშრებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, ურთმელიძემ „მედიის თვისუფლებაზე წინ, საკუთრების უფლება დააყენა“. 

„მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება, მან მედიის თავისუფლებაზე წინ  საკუთრების უფლება დააყენა, მესაკუთრეობის უფლებაც არის აბსოლუტურად საეჭვო, რადგან, სარჩელი, რომელზეც საუბარი მიდის, არის უპერსპექტივო, რაც თვალნათლივ შეიძლება დაინახოს პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმაც, ვინაიდან, სარჩელი არის ხანდაზმული.  მოსარჩელე აპელირებს ძალადობრივ ჩამორთმევაზე და ძალადობრივ ჩამორთმევას აქვს ერთწლიანი ხანდაზმულობა. ეს სარჩელი ხანდაზმულია და სწორედ ასეთი სარჩელის პირობებში, მოსამართლე  ურთმელიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც მედიის თავისუფლება უხეშად იქნა შეზღუდული“, – აღნიშნა გვარამიამ.  

მისივე თქმით, მოსამართლე ურთმელიძე იუსტიციის მინისტრის „თეა წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს მიეკუთვნება“.

„მოსამართლე ურთმელიძე არის ე.წ. ზონდერ მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც 2012 წლის  ნოემბერში შეიქმნა და  დაუფარავად მუშაობდა მთავრობაში, აწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალებას, მთვრობის სასარგებლოდ“, –  განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics