01:11 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 13:24:55, 3866 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - პრეპარატი პლექველინის პროფილაქტიკის მიზნით მიღებას არავითარი აზრი არ აქვს

არავითარი აზრი არ აქვს პრეპარატის პროფილაქტიკის მიძნით მიღებას, რადგან მას არავითარი კავში არ აქვს ანტივირუსუსლ ქმედებასთან - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გაანცხადა.


მისი თქმით, პრეპარატის მიღება მხოლოდ დაავადების დადასტურების შემდეგ, მხოლოდ ექიმის  დანიშნულებით შეიძლება.


"გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი, ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა ჯამში 54 პაციენტი გვყავს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


რაც შეეხება მარნეულის ბოლო შემთხვევას, მისი თქმით ამ ეტაპზე მისი კონტაქტის ყველა პირი დადგენილია.


"ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია. ეს არის 90-ზე მეტია დამიანი, ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში, მიმდინარეობს ყველას გამოკითხვა და თუ ვინმე სიმფტომები აქვს ჩაუტარდებათ გამოკვლევა.
გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ მარნეულის შემთხვევის კონტაქტებიდან გამოკვლეულია უკვე 3 პირი და მათი პასუხი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


რაც შეეხება სასტუმრო "ჰილტონში" მომხდარ ინციდენტს, სადაც იმყოფებოდა უცხოელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მან განაცხადა, რომ პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 


"მოგეხსენებათ, რომ ადამიანები თვითიზოლაციშიც იმყოფებიან ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინე ზონები კი სასტუმროებშიც არის განთვსებული, შესაბამისად ეს ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა საკუთარ ნომერში. მას შემდეგ კი რაც მას დაუდგინდა კორონავირუისი, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.


მან ასევე განცხადება გააკეთა, პრეპარატ "პლექველინის" შეძენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით მიღებას არავითარი აზრი არ აქვს.


"არავითრი აზრი არ აქვს ამ პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით მიღებას, მისი მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული უაშუალოდ ანტი ვირუსულ მოქმედებასთან. მოსახლეობისათვის ძნელი გასაგები იქნება, მაგრამ ესე , რომ ვთქვათ იმუნური სისტემის ზეტმეტი პასუხი როდესაც არის ამ ვირუსზე იმის ჩასაქრობად გამოიყენება რაც დაავადების განვითარებაშ ამძიმებს ხოლმე სიტაუციას, ის  მხოლოდ დაავადების შემთხვევაში გამოიყენება და ექიმის დანიშნულებით.


ჩვენ ვიმყოფებით დაავადების გავრცელების იმ ეტაპზე, როდესაც გამოკვლევა უტარდება სიმფტომებიანს, უსიმფტომო, რომელიც კონტაქტირებულიც კი იყო ინფიცირებულთან მისი პასუხი შეიძლება უარყოფითი იყოს 13 დღე და შემდეგ გახდეს დადებითი. ამიტომ ინკუბაციურ პრეიოდში გაკეთებულ ტესტირებას, როპდესაც ის უარყოფითი იქნება არ აქვს აზრი, ამიტომ უტარდება გამოკვლევა მხოლოდ სიმფტომებიანს და მხოლოდ ახლო კონტაქტში მყოფს", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics