|
2020-03-23 13:04:34, 3958 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის 100-ზე მეტი კონტაქტია გამოვლენილი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის 100-ზე მეტი კონტაქტია გამოვლენილი. როგორც მან აღნიშნა, უკვე მიმდინარეობს ყველა მათგანის არამხოლოდ მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. „დღეის მდგომარეობით, სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 250 ადამიანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დადასტურებული კორონავირუსი მათთან არ არის, მაგრამ გარკვეული სიმპტომებიდან გამომდინარე მათზე მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება. ასევე, ჩვენ გვყავს კარანტინში განთავსებული ჩვენი მოქალაქეები და მათი რიცხვი არის 3500-მდე. ამ ეტაპისთვის, მათაც არ აქვთ არანაირი სიმპტომი და მათზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგოების დაკვირვება. თქვენთვის ცნობილია მარნეულში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასევე, აქ გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი უკვე, რომელსაც ჩვენს პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა. უკვე გასულები არიან ჯგუფები და ატარებენ საველე სამუშაოებს. მიმდინარეობს ყველა ადამიანის არამხოლოდ მოკვლევა, არამედ უკვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ჩვენ ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომლებსაც აუცილებლად გავაცნობთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)