|
2020-03-23 12:46:34, 1943 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩიქოვანი - ბოლნისსა და მარნეულში საერთო ჯამში სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი
„საერთო ჯამში ადგილზე სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი“, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბოლნისსა და მარნეულში არსებული მდომარეობა. მისი თქმით, მოქალაქეებისთვის ყველა აუცილებელი საჭიროება მიეწოდებათ. „მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადიან მკაცრი კარანტინის რეჟიმზე და იქ იკრძალება შესვლაც და გამოსვლაც. იქ მდომაროება არის დამაკმაყოფილებელი, შსს-მ და თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტში შესვლას და გამოსვლას, ვითარება კონტროლქვეშაა. დღეისათვის ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს, მხოლოდ და მხოლოდ, ის ობიექტები, რომელიც აუცლებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სურსათსა და მედიკამენტებზე. ეკონომიკისა და სოფლის მეურნებობის მინისტრებს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნვეყოფაზე და აბსოლუტურად ყველა საჭიროება იქნება შესაბამისად მიწოდებული. შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გადაწყვეტას და ეს საკითხები დღის ბოლომდე მოგვარდება, თუმცა საერთო ჯამში ადგილზე სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)