21:24 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 12:37:05, 3554 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო ახლა კი მეტნაკლებად სტაბილურია

თსსუ-ს პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი კლინიკაში მყოფ პაციენტებზე საუბრობს, რომელთა მდგომარეობაც დასაწყისში მძიმე იყო ახლა კი მეტნაკლებად სტაბილურია. 


მისი თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი შემოყვანისთანავე მძიმე მდგომარეობაში იყო და ახლა სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. 

"პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისას იყო უკიდურესად მძიმე, ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობისა შედეგად მისი ზოგადი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ვინარჩუნებთ საციცოცხლო პარამეტრებს.
რაც შეეხება დანარჩენი 5 პაციენტის მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან კლინიკაში კოვ-19 ით ინფიცირების საფუძველძე, მათი მდგომარეობაც მძიმეა, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების თანახმად დასტურდება მწვავე პნევმონია, დაბურული ფილტვის სინდრომით.
თუმცა უნდა ღინიშნოს, რომ მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე და საყურადღებო, თუმცა მართვადი. 
რაც შეეხება გუშინ, მარნეულიდან გადმოყვანილ ქალბატონს, მისი სომატურ-პათოლოგიდან გამომდინარე, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, როგორც ანამნეზიდან ირკვევა წარმოდგენილი დოკუმენტაციით ქალბატონი აღნიშნულ კლინიკაში 18 რიცხვში შევიდა და პირველივე დღიდან დაუდასტურდა მწვავე პნევმონია.
როგორც მოგეხსენებათ, ეპიდ-ანამნეზის კორონავირუსით ინფიცირებულითან კავშირი არ იყო წარმოდგენილი. ტესტირების შედეგად დაუდგინდა ვირუსით ინფიცირება რის შემდეგაც დამძიმდა მდგომარეობა და პაციენტი სასუნთქ  აპარატზე გადაიყვანეს", - განაცხადა ლევან რატიანმა. 
მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics