|
2020-03-22 21:33:08, 5991 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაურ დარგალი - საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და დგინდება თუ ვისთან ჰქონა კონტაქტი დაინფიცირებულ მოქალაქეს. ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში მარნეულის მერია დამატებით შეზღუდვებსა და რეგულაციებს მოქალაქეთა გადაადგილებასა და შეკრებებთან დაკავშირებით ვერ დააწესებს, მაგრამ თითოეულმა მარნეულელმა უნდა გიაზროს, რომ საფრთხე რეალურია. „მე კიდევ ერთხელ ვურჩევ მარნეულელებს, რომ დარჩნენ სახლში რადგან მუნიციპალიტეტში დიდი საფრთხეა. ბევრ ადამიანთან შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს კომუნიკაცია, რადგან ვიცით რომ წლისთავზეც იყო რამდენიმე დღის წინ და ა.შ. ამიტომ, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი, რადგან ჩვენ პატარა მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა მარნეულის მერმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ მუნიციპალიტეტში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც შექმნილ სიტუაციას სერიოზულად არ ეკიდება და ქალაქში და სოფლებში ჯერ კიდევ ხშირია მასობრივი თავშეყრის შემთხვევები. „გუშინ, გუშინწინ იყო დიდი მოძრაობები, გასვენებები, წლისთავები, ორმოცები. ჩვენ კი ვზღუდავთ მაქსიმალურად და ვაკონტროლებთ, თუმცა მოქალაქეთა პასუხისმგებლობა მაინც უნდა იყოს მაღალი“ - განაცხადა ზაურ დარგალმა
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)