13:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 13:01:23, 1177 ნახვა

საზოგადოება
დავით ფერაძე რკინიგზელებს მიმართავს

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე რკინიგზელებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ რკინიგზელების დამსახურებაა, ის ფაქტი,  საქართველოს რკინიგზა  განაგრძობს  განსაკუთრებულ რეჟიმში მაგრამ შეუფერხებლად მუშაობას.
"დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, თითოეული თქვენგანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ საქართველოს რკინიგზა  განაგრძობს  განსაკუთრებულ რეჟიმში მაგრამ შეუფერხებლად მუშაობას! სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობები უწყვეტად  მოძრაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ სურსათის, საწვავის თუ გადაადგილების პრობლემა. 
თითოეული თქვენგანის ყოველდღიური შრომა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის, კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ  ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და დაუღალავი მუშაობისთვის, თქვენი მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის!  
არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ. თქვენი მონდომებიᲗ და ეფექტური შრომით შევძლებთ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას. თქვენი თავდადება დღეს გმირობის ტოლფასია და ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია.  
ჩვენი შრომა საქართველოს რკინიგზის წარმატების საწინდარია, რომელიც ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის დღეს არსებითად მნიშვნელოვანია. მჯერა ამ გამოწვევაშიც  გავიმარჯვებთ ერთად და ღირსეულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში!   " - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics