|
2020-03-21 22:48:53, 1330 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გაგრძელდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის #5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. „ოთხმა ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში წამოიწყო ძალიან კარგი კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“, რომლის ფარგლებშიც 600-მდე ხანდაზმულს დავეხმარეთ სხვადასხვა პროდუქტით, რომელიც გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ დარიგდა. მინდა, ყველა ახალგაზრდას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბიზნესის მხრიდან არის მზაობაა, რათა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები განახორციელონ და ამ მიზნით მომართვიანობა ძალიან მაღალია. მერმა თავის მოადგილეს ილია ელოშვილს სთხოვა, აეხსნა საზოგადოებისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქველმოქმედების მსურველები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში არის ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომელთაც შესაძლოა ყველაზე მეტად უჭირდეთ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი საპილოტე პროექტი გამოგვივიდა, როდესაც მოქალაქეებმა შეაგროვეს ამანათების გარკვეული რაოდენობა და ჩვენ ჩვენი დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით, უსაფრთხოების სრული დაცვით, მივუტანეთ 600 ოჯახს. თუმცა ჩვენ აქედან გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანეთ: აუცილებელია, კონცენტრირება გავაკეთოთ მარტოხელა ხანდაზმულებზე, რომლებიც ათასობითაა თბილისში და რომელთაც იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ სახლებიდან არ გავიდნენ, განსხვავებით ჩვენი ბებია-ბაბუებისგან, რომელთაც შვილები და შვილიშვილები ახვევია თავს. დღეს არის ის დრო, როცა საზოგადოება, მთავრობა, ყველა ერთად უნდა დავუდგეთ მათ გვერდში. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ არა მხოლოდ მივაწოდოთ საკვები, არამედ მივაწოდოთ იმგვარად და იმ პერიოდულობით, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლებად მოუწიოთ სახლიდან გამოსვლა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მისივე თქმით, „წითელ ჯვართან“ და ნუტრიციოლოგებთან ერთად შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, 10 დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია : შაქარი - 800 გრამი, ბრინჯი - 800 გრამი, ჩაი -2 კოლოფი, მაკარონი - 2 კგ, წიწიბურა - 1 კგ, შვრიის ფანტელი - 500 გრ, ხორბლის ფქვილი - 3 კგ, ზეთი - 1 ლ, მარილი - 1 კგ, ლობიო - 2 კგ, ორცხობილა - 2 შეკვრა. თხევადი საპონი, სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცი, სარეცხი ფხვნილი - 300 გრ, შამპუნი - 400 მლ, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი. ”ჩვენდამი გადმოცემული ასეთი პაკეტი არის უდიდესი დახმარება ამ ადამაინებისთვის. მერწმუნეთ, რომ ეს პაკეტი იმავე თუ არა, მეორე დღეს აუცილებლად მიუვათ მარტოხელა ხანდაზმულებს. ეს პაკეტი უნდა გადმოგვცეთ ბელიაშვილის #5-ში, ძიუდოს აკადემიასთან, სადაც ჩვენ ვიქირავეთ სპეციალური დარბაზი, რომელიც სრულიად მოწყობილია და სადაც მივიღებთ ამ პროდუქტებს. 23 მარტის დილიდან ჩვენ უკვე შეგვეძლება მათი მიღება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს გადაეცემათ დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით, მოხალისეობის მსურველებმა კი უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 2722222.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)