23:45 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 13:12:50, 2231 ნახვა

ომი უკრაინაში
„ევრაზიანეტი” - საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის, ქვეყანა მოულოდნელ წარმატებას აღწევს

„ევრაზიანეტი“ სტატიას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხს ეხება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს უკრავენ იშვიათ ტაშს კორონავირუსზე რეაგირებისთვის მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის სამართავად იბრძვიან, საქართველო კი მოულოდნელად წარმატებას აღწევს.

„კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ყოფილა - ნდობა მთავრობის მიმართ.

თითქმის ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ, რაც COVID-19-მა პირველად მოიკიდა ფეხი საქართველოში, დაინფიცირებულთა რიცხვი 20 მარტის მონაცემებით მხოლოდ 44-მდე გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევები არ არის.

ბევრისთვის, ვინც თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, იმათთვისაც კი, ვინც კრიტიკის თვალით იყურება, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს: უკან იხევს და აძლევს საშუალებას მედიცინის მუშაკებს კონტროლი საკუთარ თავზე აიღონ.

ვირუსის გავრცელებისთანავე, საქართველომ სწრაფად შეაჩერა პირდაპირი ფრენები ცხელი კერების მქონე ქვეყნებთან, უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები სამედიცინო პროფილის მიხედვით დაახარისხა და კარანტინში მოაქცია. ყველაფერი ეს საქართველომ მანამდე დაიწყო, სანამ ევროპის დიდმა ნაწილმა საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლა გადაწყვიტა. სკოლები დაიხურა, სამიზნე სექტორები დაიხურა და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ქვეყანაში სამი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ამ დროისთვის, როდესაც მეზობელ ირანში ამოიფრქვა ეპიდებია, საქართველოში უკვე აქტიურად მიმდინარეობდა სასაზღვრო შემოწმებები, რომლებიც მოიცავდა თერმოსკრინინგის პროცედურასა და მოგზაურობის ისტორიის დასახვას. აქედან გამომდინარე, საქართველომ შეძლო და აღმოაჩინა პირველწყარო, იმ ადამიანისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 26 თებერვალს, ირანიდან, აზერბაიჯანის საზღვრის გავლით დაბრუნდა. მისი იზოლირება მალე მოხერხდა, ასევე იზოლაციაში მოათავსეს ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ერთად, რომელთანაც მას ჰქონდა კონტაქტი საქართველოს ტერიტორიაზე. საზღვარი ირანთან მალევე დაიკეტა და ქართველები, რომლებიც ირანიდან ბრუნდებოდნენ, სავალდებულო კარანტინში მოთავსდნენ.

როდესაც პანდემიის ცენტრმა აზიიდან ევროპისკენ გადაინაცვლა, იტალია გახდა საქართველოში ვირუსის შემოტანის პირველწყარო. იტალიიდან ჩამოსული რამდენიმე ინფიცირებული ადამიანი, საქართველოს საზღვარზე გამოეპარა, თუმცა ხელისუფლებამ წარმატებით მოახდინა მათთან კავშირის დამყარება და მათი იზოლაციაში გაშვება მანამ, სანამ "მეტასტაზები" გამოვლინდებოდა.

ყველა ეს წინგადადგმული, გონივრული ნაბიჯები იმის შედეგი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ეს საქმე მიანდო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერის საუკეთესო სპეციალისტებს: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს - ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს - პაატა იმნაძეს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს - თენგიზ ცერცვაძე და ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს - მარინა ეზუგბაიას.

ეს ექიმები, განსაკუთრებით ეზუგბაია - მედია-ვარსკვლავებად იქცნენ, რადგან საზოგადოებას აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას, თითქმის ყოველი საათის ბოლოს, ასევე აჟღერებენ უახლეს მონაცემებს არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი რაოდენობის, ინფიცირების წყაროების შესახებ. ასევე, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიის და ყველაზე საჭირო ქმედებების შესახებ.

საქართველომ 20 მარტს საერთაშორისო მოგზაურობაზე სრული აკრძალვა დააწესა და ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვა ბრძანა. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი აუცილებელი სერვისები, როგორიცაა: სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბანკები და ბენზინგასამართ სადგურები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ შეეზღუდა თავისუფალი მოძრაობა, სახლში დარჩენა კი დატოვა უფრო თხოვნად, ვიდრე მოთხოვნად, ჯერჯერობით.", - აღნიშნულია სტატიაში.

 

წყარო - https://eurasianet.org/georgia-gets-rare-plaudits-for-coronavirus-response





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics